გიორგი გაგუა სლოვაკეთში ითამაშებს - აელ-თან ყველაფერი ბოლო წამს შეიცვალა #1TVSPORT
ხორვატული „ისტრას“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი გაგუა, ლიმასოლის აელ-ის ნაცვლად, კარიერას სლოვაკურ „დუნაისკა სტრედაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
„Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი გაგუა კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში, „დუნაისკა სტრედაში“ გააგრძელებს. როგორც შევიტყვეთ, გუშინ ღამით ქართველი თავდამსხმელი კვიპროსში ლიმასოლის აელ-თან ხელშეკრულების გასაფორმებლად მიფრინავდა.
ამ შეთანხმებას ფეხბურთელიც ადასტურებდა, თუმცა ყველაფერი ბოლო წამს შეიცვალა და გიორგი გაგუა აეროპორტიდან სახლში დაბრუნდა. „დუნაისკა სტრედა“ „ისტრას“ სატრანსფერო თანხას გადაუხდის და გიორგი გაგუა სლოვაკურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს“, – წერია გავრცელებულ ცნობაში.
„დუნაისკა სტრედაში“ გასულ სეზონში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და „იბერიის“ ყოფილი მცველი ცოტნე კაპანაძე ჩაირიცხა და ახალი სეზონიდან სლოვაკურ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს.