გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს – რჩეული მოთამაშეები გამოცემა Voyo-მ დაასახელა.
ქართველი თავდამსხმელის „დუნაისკა სტრედამ“ გასვლაზე თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ 3:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ გაგუას ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩნია, მაინც საუკეთესო შეფასება (8,4 ქულა) დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ, Sofascore-ს შეფასებით, მიმდინარე სეზონში გიორგი გაგუას საშუალო შეფასება 7.81 ქულაა და 10 ტურის შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში მეორე ადგილზეა.