გიორგი გაგუა ხორვატულ „ისტრას“ დატოვებს და კარიერას კვიპროსულ აელ-ში განაგრძობს – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თავად ფეხბურთელმა დაუდასტურა.
„კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მართალია, საკითხი უკვე თითქმის გადაწყვეტილია. თუმცა აელ-თან კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია და შეკრებაზე ისევ „ისტრასთან“ ერთად ვიმყოფები“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან თავდამსხმელმა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაგუა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „მალაგაში“ ითამაშებდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა და ტრანსფერი არ გამოვიდა.
კვიპროსულ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგუა აელ-ში გადავიდოდა, სადაც მთავარ მწვრთნელად „ისტრაში“ გიორგის ყოფილი მწვრთნელი, იტალიელი პაოლო ტრამეცანი დანიშნეს.