გიორგი გაგუა ხორვატიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი გაგუა ხორვატიის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს – შეფასებებები ანალიტიკურმა ვებგვერდმა, Sofascore-მა გამოაქვეყნა.
ხორვატიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ისტრა 1961“-მა გათამაშების ლიდერთან, „რიეკასთან“ გასვლითი მატჩი 23 წლის ქართველი თადამსხმელის მიერ გატანილი გოლით მოიგო – 1:0. გაგუამ საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.5 ქულა დაიმსახურა.
ეს 21-ე ტურის შეხვედრებში ხორვატიიის ჩემპიონატის თავდამსხმელებში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა და ანალიტიკურმა პორტალმა „ისტრას“ ქართველი თავდამსხმელი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელა.
