გიორგი გაგუა „დუნაისკა სტრედამ“ ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT
გიორგი გაგუა „დუნაისკა სტრედამ“ ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT

ახალი სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე „დუნაისკა სტრედამ“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი გაგუა წარადგინა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ახალი სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გუნდს ხორვატული „ისტრადან“ 23 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი გაგუა შემოუერთდა. 193 სმ სიმაღლის ცენტრალურ თავდამსხმელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ოფციით.

გაგუა (დაიბადა 2001 წლის 10 ოქტომბერს) თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, სადაც თერთმეტი წლის ასაკიდან თამაშობდა. ჩვიდმეტი წლისა ესპანეთში გაემგზავრა, სადაც „ალავესის“ ახალგაზრდულ და მეორე გუნდებში გამოდიოდა. 2022/23 წლების სეზონი ესპანეთის მესამე დივიზიონის „რეალ უნიონში“ გაატარა, სადაც 28 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ერთი წლის წინ ის გაგუა ხორვატიაში გაემგზავრა, სადაც გასულ სეზონში პირველი დივიზიონის გუნდ „ისტრას“ შემადგენლობაში 30 ოფიციალური მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გაგუა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მოთამაშეა, რომელიც 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა. მიმდინარე წლის ივნისში ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე დებიუტი ჯერ არ ჰქონია“, – აღნიშნულია სლოვაკური კლუბის ვებგვერდზე.