გიორგი გაბედავა პოლონეთში ითამაშებს - საქართველოში უკეთესი არაფერი შემოუთავაზებიათ
გიორგი გაბედავა პოლონეთში ითამაშებს - საქართველოში უკეთესი არაფერი შემოუთავაზებიათ

ეროვნული ლიგის ბომბარდირი გიორგი გაბედავა, კარიერას უცხოეთში გააგრძელებს – ინფორმაცია პირველ არხს თავად ფეხბურთელმა დაუდასტურა.

საჩხერეს „ჩიხურას“ თავდამსხმელის თქმით, მას პოლონეთის მთავარი საფეხბურთო ლიგის გუნდში იწვევენ, რომლის თავკაცებმაც კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს.

„ყველაზე დიდი წარმატებებს საჩხერულ კლუბში მივაღწიე, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს და ახლა, როდესაც პოლონური კლუბიდან დამიკავშირდნენ, ამ ვარიანტით დავინტერესდი. ეს გუნდი პოლონეთის „ექსტრაკლასას“ ზაგლებიეს „სოსნოვეცია“. ეს ყველაზე რეალური შემოთავაზებაა. გუნდის ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელს ველაპარაკე და კონტრაქტი გამომიგზავნეს. ისინი თანხმობას და ხელშეკრულებაზე ჩემს ხელმოწერას ელიან. ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. „სოსნოვეცი“ აუტსაიდერია და ეს მაფიქრებს, მაგრამ დიდი ალბათობით, იქ წავალ. ისეთი შემოთავაზებაც არ მქონია, საქართველოში დარჩენა რომ მიღირდეს“ – ამბობს პირველ არხთან გიორგი გაბედავა.