გიორგი გაბედავა - ბომბარდირობის ამბავი პირველი არხიდან შევიტყვე და ძალიან გამიხარდა
გიორგი გაბედავა - ბომბარდირობის ამბავი პირველი არხიდან შევიტყვე და ძალიან გამიხარდა

„სიმართლე გითხრათ, დღეს ორი გოლის გატანის შემდეგაც არ ვიცოდი, რომ ბომბარდირი გავხდი. ეს ამბავი პირველი არხიდან შემატყობინეს და ძალიან გამიხარდა,“ – ეს გიორგი გაბედავა პირველ არხთან განაცხადა.

ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავა ერთდროულად ორმა ფეხბურთელმა მოიგო – ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი გაბედავამ სეზონი 22-22 გოლით დაასრულეს. მაგრამ არასწორი ვერსიები ვრცელდებოდა, თითქოს თანაბარი გოლების დროს ბომბარდირებში უპირატესობას ამა თუ იმ პარამეტრით რომელიმეს მიენიჭებოდა და ბომბარდირად ერთი გამოცხადდებოდა.

გაბედავა ამაზე გველაპარაკა – „მეც ვიცოდი, რომ ბომბარდირი ზივზივაძე ხდებოდა, რადგან მან ჩემზე მეტი, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. „სიონთან“ შეხვედრის შემდეგ წავიკითხე პირველი არხის ინფორმაცია, რომ ბომბარდირად ორივეს გამოგვაცხადებდნენ და დამატებითი მაჩვენებელი გათვალისწინებული არ იქნებოდა. ჩემს კონკურენტებზეც ვიტყვი – ბუდუ ზივზივაძე და მიკოლა კოვტალიუკი ძალიან კარგი თავდამსხმელები არიან და ორივეს წარმატებებს ვუსურვებ“.