გიორგი ფანცულაია ყაზახეთში კახა ცხადაძის კლუბს შეუერთდა #1TVSPORT
გიორგი ფანცულაია ყაზახეთში კახა ცხადაძის კლუბს შეუერთდა #1TVSPORT

ყაზახეთის ჩემპიონატში მოთამაშე აქტაუს „კასპიიმ“ ქართველი ფორვარდი გიორგი ფანცულაია დაიმატა. ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება ყაზახურმა კლუბმა გაავრცელა.

„ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი ფანცულაიამ ჩვენს საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. კარიერაში მან 85 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში. წარმატებებს გისურვებთ!“ – წერია ყაზახური გუნდის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გასულ სეზონში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა, რომლის ფორმითაც 29 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მიწვეული იყო საქართველოს ნაკრებშიც, მაგრამ ტრავმის გამო შეკრებაზე ვერ გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ აქტაუს კლუბმა ყაზახეთის პრემიერლიგის გასული სეზონი 31 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულა. გუნდის მწვრთნელად სეზონის ბოლოს კახა ცხადაძე დაინიშნა.