გიორგი ფანცულაია - ქუთაისში ჩასატარებელ შეხვედრაში ჩვენი გულშემატკივრის იმედიც გვექნება
გიორგი ფანცულაია - ქუთაისში ჩასატარებელ შეხვედრაში ჩვენი გულშემატკივრის იმედიც გვექნება

ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელმა, გიორგი ფანცულაიამ გასვლაზე თბილისის „ლოკომოტივთან“ 2:1 მოგებაზე ილაპარაკა.

26 წლის თავდამსხმელმა ამ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა – მან პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა, რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა და ზოგადად, შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა.

„ამ მატჩში სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. როგორც ველოდით, ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ, მთავარია, გავიმარჯვეთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ. მადლობა თბილისში ჩამოსულ „ტორპედოს“ გულშემატკივარს, ვისი წვლილიც ამ გამარჯვებაში დიდია. წინ, „თელავთან“ არანაკლებ მნიშვნელობის მატჩი გველის და ახლა მისთვის მოვემზადებით. ახლა ქუთაისში ჩასატარებელ შეხვედრაში ჩვენი გულშემატკივრის იმედიც გვექნება“, – ამბობს გიორგი ფანცულაია.

„ლოკომოტივთან“ გატანილი გოლი გიორგი ფანცულაიასთვის მიმდინარე სეზონში მეოთხე იყო და ის ბომბარ დირთა დავაში მეორე ადგილს ჯოვინო ფლამარიონთან და ირაკლი სიხარულიძესთან ერთად ინაწილებს.