გიორგი ფანცულაია ისევ „სამგურალში“ ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი ფანცულაია ისევ „სამგურალში“ ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი ფანცულაია წყალტუბოს „სამგურალში“ დაბრუნდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

31 წლის გამოცდილ ფორვარდთან კონტრაქტი უკვე გაფორმდა და მომავალი სეზონიდან ფანცულაია კვლავ „სამგურალის“ ღირსებას დაიცავს.

ფანცულაიას უთამაშია „ზესტაფონში“, ქუთაისის „ტორპედოში“, გორის „დილაში“, „საბურთალოში“, „სამტრედიაში“, საჩხერის „ჩიხურასა“ და ბათუმის „დინამოში“. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.

ცენტრფორვარდმა გასულ წელს „სამგურალში“ 12 შეხვედრა გამართა და 6 გოლი გაიტანა. 2024 წლის ზაფხულში ფანცულაია ყაზახურ „ჟენისში“ გადავიდა, სადაც წლის ბოლომდე ითამაშა.