გიორგი ფანცულაია ჩიხურასთვის შეუტევს
გიორგი ფანცულაია ჩიხურასთვის შეუტევს

საჩხერის ჩიხურა სეზონისთვის ემზადება და ძლიერდება. გუნდის ბოლო შენაძენი გიორგი ფანცულაიაა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

25 წლის შემტევის ანგარიშზე ეროვნულ ლიგაში 146 თამაში და 32 გოლია. ფანცულაია თამაშობდა ქუთაისის ტორპედოში, ზესტაფონში, ცხინვალში, გორის დილაში, საბურთალოში, გასული სეზონი კი სამტრედიაში ჩაატარა.

ახალგარზდა თავდამსხმელს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. მან ჩიხურაში ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი, გიორგი გაბედავა უმდა შეცვალოს.