გიორგი დემეტრაძე - უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა და მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი დემეტრაძე - უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა და მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი დემეტრაძეს კარგად ესმის უკრაინელების გრძნობები და აგრესორების წინააღმდეგ მათ ბრძოლას მხარს უჭერს, – ამის შესახებ თბილისის და კიევის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა საგანგებოდ უკრაინელებისთვის ჩაწერილ მიმართვაში განაცხადა.

„ძვირფასო უკრაინელებო, მე ვარ გიორგი დემეტრაძე, კაცი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა და ცხოვრობდა უკრაინაში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი მეორე სამშობლოა. ძალიან ვწუხვარ, რაც ხდება თქვენს ქვეყანაში. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის ხალხისადმი – დიდება უკრაინას!“, – განაცხადა დემეტრაძემ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი 1999/00 წლების სეზონში თამაშობდა კიევის „დინამოში“, რომლის რიგებშიც უკრაინის ჩემპიონი გახდა. შემდეგ მან ბევრი კლუბი შეცვალა, მათ შორის დონეცკის „მეტალურგისა“ და კიევის „არსენალის“ ფორმები მოირგო.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი პირველი და ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც მოახერხა ორი უცხო ქვეყნის ბომბარდირობა და პირველი და ერთადერთი ქართველი, ვინც ორჯერ გახდა უცხო ქვეყნის ბომბარდირი. ეს მოახერხა თბილისის „დინამოში“, ვლადიკავკაზის „ალანიაში“ და დონეცკის „მეტალურგში“.