გიორგი დემეტრაძე - სლოვაკური ინციდენტის გამო ცეცაძეს პრობლემები ელის
გიორგი დემეტრაძე - სლოვაკური ინციდენტის გამო ცეცაძეს პრობლემები ელის
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას, გიორგი დემეტრაძემ სლოვაკეთში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„მსაჯმა საფრანგეთთან თამაში გააფუჭა და ბოლო ორ შეხვედრაში არბიტრებთან პრეტენზიები იყო. მაგრამ რაც ცეცაძემ სლოვაკეთში გააკეთა, მწვრთნელმა არ უნდა გააკეთოს. ის ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ ალბათ, სლოვაკეთთან შეხვედრისას მომხდარ ინციდენტს სერიოზული პრობლემები მოჰყვება“ – ამბობს გიორგი დემეტრაძე.
„ჯვაროსნების“ ყოფილმა თავდამსხმელმა ახალგაზრდულ ნაკრების შესახებაც ილაპარაკა: „ეროვნული ნაკრებისგან განსხვავებით, ეს გუნდი უფრო შემტევ და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს და ბევრი გოლიც გააქვს, მაგრამ ბევრსაც უშვებს“.