გიორგი ჭიაბრიშვილი - ვეცდებით თბილისის „დინამოსთან“ სასურველ შედეგს მივაღწიოთ
გიორგი ჭიაბრიშვილი - ვეცდებით თბილისის „დინამოსთან“ სასურველ შედეგს მივაღწიოთ

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 28-ე ტურში „ლოკომოტივი“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კომენტარი განვლილ თბილისურ დერბიზე და თბილისის „დინამოსთან“ მომავალ დაპირისპირებაზეც გააკეთა.

„რამდენიმე დღის წინ, როგორც ჩვენ, ასევე „ლოკომოტივმა“ თასის მატჩები ვითამაშეთ. ორივემ დამატებით დროში გავიმარჯვეთ. დღევანდელ შეხვედრაში „ლოკომოტივს“ დაღლა ეტყობოდა. ამავდროულად, მატჩის დებიუტში მეტოქეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაემტვრა, რამაც საბოლოოდ დიდი ანგარიშით გამარჯვება განაპირობა. დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ – სწრაფი, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ. „საბურთალო“ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

რაც შეეხება მომდევნო თამაშს, რომელიც თბილისის „დინამოსთან“ გველის – ჩვეულებრივად მოვემზადებით, ვეცდებით ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი გვეყოლება. ვფიქრობ, საინტერესო თამაში გამოვა“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.