გიორგი ჭიაბრიშვილი - უხერხულ მოწინააღმდეგესთან დამსახურებულად მოვიგეთ [ვიდეო]

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში „საბურთალომ“ გასვლაზე „ვიტ ჯორჯიან“ 3:0 დაამარცხა და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს.

შეხვედრა გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეაფასა.

„ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეტოქედ გვყავდა კარგი გუნდი, ყოველთვის რთული და უხერხული მოწინააღმდეგეა. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ”, – ამბობს „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი.