გიორგი ჭიაბრიშვილი - „თელავთან“ ქულების დაკარგვა ჯერ ჩემი ბრალია და მერე ფეხბურთელების #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - „თელავთან“ ქულების დაკარგვა ჯერ ჩემი ბრალია და მერე ფეხბურთელების #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის თქმით, საჩემპიონო ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები „თელავთან“ (1:1) გუნდმა საკუთარი შეცდომების გამო დაკარგა.

„ეს არ იყო უიღბლობა, ეს ფეხბურთია და მსგავსი რამ ხშირად ხდება – უპირატესობას ფლობ, მაგრამ მოწინააღმდეგე თავის შანსს იყენებს და ქულებს გაკარგვინებს. „თელავმა“ იბრძოლა, თავისი გეგმა ჰქონდათ და შეასრულეს. ჩვენ კი რა ამოცანაც გვქონდა, რომ აუცილებლად მოგვეგო, ვერ განვახორციელეთ.

არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორ ვითამაშებდით, ახლა ისეთი პრინციპული მატჩებია, ჯობდა, უპირატესობა არ გვქონოდა და სამი ქულა მოგვეპოვებინა – მით უმეტეს, მასპინძლები ვიყავით. ვფიქრობ, რომ ჩვენ დავთმეთ ეს ორი ქულა და ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია, უპირველესად, ჩემი და მერე – ფეხბურთელების“ – თქვა მატჩის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა.

„დინამო თბილისმა“ „თელავთან“ საშინაო მატჩში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. 34 ტურის შემდეგ თბილისელებმა 76 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილზე არიან, მაგრამ მისი კონკურენტი ბათუმის „დინამო“ (73), „სამგურალთან“ მოგების შემთხვევაში, დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრებს.