გიორგი ჭიაბრიშვილი - თბილისის „დინამოს“ წლევანდელი ჩემპიონობით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - თბილისის „დინამოს“ წლევანდელი ჩემპიონობით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა 2022 წელი საქართველოს პირველ არხთან შეაფასა და განაცხადა, რომ გასული წელი გუნდისთვის წარმატებული იყო.

„2022 წელს დადებითად შევაფასებ. ურთულესი სეზონი იყო და ძალიან გაგვიმართლა. თავისი ტრადიციებიდან და წარსულიდან გამომდინარე, „დინამო“ მუდამ პირველობისთვის იბრძვის, მაგრამ წლევანდელი ჩემპიონობით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან ძლიერი კონკურენტი გვყავდა.

საბედნიეროდ, მიზნის მიღწევა მოვახერხეთ. მიხარია, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს. ეს ჯილდო მთლიანად კლუბს და იქ მომუშავე თითოეულ ადამიანს ეკუთვნის. ეს აღიარება ყველამ ერთად დავიმსახურეთ“.

შეგახსენებთ, რომ სეზონის საუკეთესო მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამომ“ კონკურენტ ბათუმის „დინამოსთან“ 9-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.