გიორგი ჭიაბრიშვილი - თავიდან რომ დავიწყეთ, ჩემპიონობა შეუძლებელი ჩანდა #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - თავიდან რომ დავიწყეთ, ჩემპიონობა შეუძლებელი ჩანდა #1TVSPORT

გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა „დინამო თბილისმა“, ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, „გაგრა“ 2:1 დაამარცხა, ბათუმის „დინამოს“ სამი ქულით გაასწრო და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

„საჩემპიონო ბრძოლა რთული გამოდგა. ბათუმის „დინამოს“ სახით ძალიან ღირსეული მოწინააღმდეგე გვყავდა. მთელი სეზონის განმავლობაში ტიტულისთვის ორივე ვიბრძოდით და ბედნიერი ვარ, რომ საჩემპიონო ბრძოლის მოგება მოვახერხეთ. ვფიქრობ, რომ ეს დამსახურებული წარმატება იყო.

 

მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში თავისი როლი ითამაშა – სამწვრთნელო სტაფს, ფეხბურთელებს, ხელმძღვანელობას და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს. მაგრამ წარმატებაში ყველაზე მთავარი როლი მაინც ფეხბურთელებს მიუძღვით – თავიდან რომ დავიწყეთ, ჩემპიონობა თითქმის შეუძლებელი ჩანდა. ამაყი ვარ, რომ ეს მაინც შევძელით.

გაძლიერება ყველა გუნდს სჭირდება და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. ვფიქრობთ, რომ ძლიერი ლეგიონერებით დავკომპლექტდეთ და გამორჩეული მოთამაშეები საქართველოს ჩემპიონატიდანაც დავიმატოთ“ – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.