გიორგი ჭიაბრიშვილი - შესაძლებელი იყო, დილასთან ვერ მოგვეგო
გიორგი ჭიაბრიშვილი - შესაძლებელი იყო, დილასთან ვერ მოგვეგო

საბურთალომ მეექვსე ტურში გორის დილას უმასპინძლა და 2:1 მოიგო. ამ გამარჯვებით საქართველოს ჩემპიონმა 15 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში უახლოეს მდევრებს ხუთი ქულით გაუსწრო.

დილასთან  გამარჯვების შემდეგ, საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა:

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში იოლი მატჩი არავისთან გველის, ყველა მოწინააღმდეგესთან ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. გორის დილასთან რთული შეხვედრა გამოდგა, რადგან ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია. თამაშიდან გამომდინარე, შესაძლო იყო მატჩი ვერ მოგვეგო, მაგრამ კარგია, რომ სამი ქულა ავიღეთ” – ამბობს საბურთალოს მთავარი მწვრთნელი.