გიორგი ჭიაბრიშვილი „საბურთალოს“ ტოვებს - ექსკლუზივი
გიორგი ჭიაბრიშვილი „საბურთალოს“ ტოვებს - ექსკლუზივი

„ეს „საბურთალოში“ ჩემი ბოლო შეხვედრა იყო“ – ასეთი მოულოდნელი განცხადება გაააკეთა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში გამარჯვებებული „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველ არხთან.

მისი თქმით, გუნდის დატოვება გადაწყვიტილი საქმეა: „ამ ეტაპზე ვიცი, რომ შემდეგ წელს გუნდი აღარ ვიმუშავებ. აქ ექვსი წლის განმავლობაში გუნდთან ერთად დიდი გზა გავიარე, მოვიპოვეთ თასი და ჩემპიონობა და „საბურთალოს“ გუნდი პირნათელმა დავტოვე, აქ კი აღარ დავრჩები. დროა, წავიდე სახლში და დავისვენო“.

საქართველოს თასის მფლობელის აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფინალური შეხვედრაზე ილაპარაკა: „პირადად ჩემთვის ეს ტიტული მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოში ყველა ტიტული მქონდა მოგებული მის გარდა. ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა იყო, იყო მომენტი, როდესაც „ლოკომოტივმა“ შემოგვიტია,. მაგრამ მიმაჩნია, რომ საბოლოოდ თასს დამსახურებულად დავეუფლეთ“.