გიორგი ჭიაბრიშვილი - მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ
გიორგი ჭიაბრიშვილი - მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ

დედაქალაქურ დერბიში „საბურთალო“ „დინამო-არენაზე“ „დინამოს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ დაწინაურდა, საბოლოოდ მასპინძლებმა გაიმარჯვეს 4:2.

მატჩის დასრულების შემდეგ, დედაქალაქური დერბი „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა შეაფასა.

„რთული, დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოდგა. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, თუმცა გავაანალიზებთ მატჩს და სწორ დასკვნებს გამოვიტანთ, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ“, – ამბობს „საბურთალოს“ მწვრთნელი.

ამ შეხვედრამდე საბურთალო „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ გათამაშებას ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობდა. გათამაშების ცხრილში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ახლაც პირველზე არიან, თუმცა კონკურენტებთან ქულათა სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა.