გიორგი ჭიაბრიშვილი - ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ უკეთესი ფეხბურთის იმედი მაქვს
გიორგი ჭიაბრიშვილი - ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ უკეთესი ფეხბურთის იმედი მაქვს

საქართველოს ჩემპიონმა„საბურთალომ“ სეზონი წარმატებით დაიწყო და პირველ ტურში ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვება თბილისელთა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეაფასა, მაგრამ არ დამალა, რომ გუნდისგან უკეთესი თამაშის მოლოდინშია.

„პირველი თამაშის ჩატარება ყოველთვის რთულია, ასე იყო ამჯერადაც. ბათუმის „დინამო“ საკმაოდ კარგი გუნდია. მეტოქეს გოლის გატანის რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. პირველი ნახევარი მოწინააღმდეგემ უკეთ ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ავთამაშდით და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მივიყვანეთ. მთლიანობაში, თამაშის ხარისხით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა ჯერ ჩემპიონატის დასაწყისია. მჯერა, მალე სასურველ ფეხბურთს ვითამაშებთ. კარგია, რომ სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.