გიორგი ჭიაბრიშვილი - „დილასთან“ ასეთ მოგებას არ ველოდებოდი #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - „დილასთან“ ასეთ მოგებას არ ველოდებოდი #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში გორის „დილასთან“ მოგებული (3:0) მატჩი შეაფასა.

„კმაყოფილი ვარ თამაშით და ანგარიშითაც. რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი დალაგებული არ არის და ბევრი კომპონენტია, რომლის დასახვეწადაც დრო დაგვჭირდება, მაგრამ მთლიანობაში ჩანს, რომ ვუმატებთ მოძრაობას, თამაშის ხარისხსაც და ვიმედოვნებ, ეს პროცესი გაგრძელდება“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ გორელებთან ასეთი სხვაობით გამარჯვება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა:

„გორის „დილა“ ჩემი აზრით, გამორჩეულია თავისი თამაშით და ფეხბურთელებით. ამ ანგარიშს არ ველოდებოდი, მაგრამ ის ფაქტი მახარებს, რომ შანსები გამოვიყენეთ და ბევრი მომენტიც შევქმენით“, – განაცხადა „დინამოს“ მწვრთნელმა.

„დინამო თბილისმა“ ეროვნულ ლიგის 22-ე ტურში გორის „დილა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა (3:0), 44 ქულა დააგროვა და სხვაობა ოდნავ შეამცირა ბათუმის „დინამოსთან“ (50), რომელიც ტურის მატჩს 21 აგვისტოს გამართავს.