გიორგი ჭიაბრიშვილი - ჩემპიონობის შესანარჩუნებლად ძალები არ გვეყო
გიორგი ჭიაბრიშვილი - ჩემპიონობის შესანარჩუნებლად ძალები არ გვეყო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში „საბურთალომ“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო, 5:1 დაამარცხა და სეზონი მესამე ადგილზე დააასრულა. „საბურთალომ“ ჩემპიონის ტიტული დათმო, თუმცა გუნდმა ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა და 8 დეკემბერს გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ „ლოკომოტივს“ საქართველოს თასისთვის დაუპირისპირდება.
 
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველ არხთან სეზონი შეაჯამა. მისი თქმით, რთული სეზონი გუნდმა ღირსეულად ჩაატარა.
„სეზონი ძალიან რთული და ემოციური გამოდგა. კარგია, რომ სეზონი გამარჯვებით დავასრულეთ. ჩვენ ერთდროულად სამ ფრონტზე ვიბრძოდით – საქართველოს ჩემპიონატში, ქვეყნის თასისთვის და ევროთასებზე. ჩემპიონობის შესანარჩუნებლად ძალები ამიტომ არ გვეყო. იყო გარკვეული ეტაპი, რომელიც სასურველ დონეზე ვერ ჩავატარეთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ წელს ყველაზე კარგი გუნდი ჩვენ გვყავდა და საკმაოდ კარგი სეზონი გვქონდა. ახლა უკვე თასის ფინალია სათამაშო და მთელი გუნდი ამაზე გადავერთვებით“ – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.
დატოვე კომენტარი