გიორგი ჭიაბრიშვილი - ბათუმის „დინამოში“ ვაჟკაცი ფეხბურთელები გვყავს, ასე იკვრება გუნდი #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა კომენტარი გააკეთა „დინამო თბილისთან“ გამოტოვებული პირველი ტურის მატჩის შესახებ, რომელიც მისმა გუნდმა ცხრა ფეხბურთელით 1:0 მოიგო.
„ტურიდან ტურამდე ჩემი ფეხბურთელები საოცარ სულისკვეთებას ავლენენ. თამაშის ხარისხზე ვერაფერს გეტყვით, პირადად მე ასე ვხედავ. თუმცა ეს თავდადება და მებრძოლი სული მაძლევს იმედს. თუ ამდენის გაკეთება შეეძლოთ, არ ვიცი.
გარდა ამისა, არ შემიძლია არ გამოვყო ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივარი, რომლის თანადგომაც გვაიძულებს, ბოლომდე ვიბრძოლოთ. ამიტომ, ხარისხზე ჯერ ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ ბრძოლის უნარი ნამდვილად გვაქვს.
რაც შეეხება იმას, რომ ბოლოს ცხრა მოთამაშით დავრჩით – ვაჟკაცი ფეხბურთელები გვყავს! ასე იკვრება ნამდვილი გუნდი. სიმართლე გითხრათ, ამ თამაშებამდე მეც არ ვიცოდი, ასეთი ხასიათი რომ ჰქონდათ. მიხარია, ძლიერი სულისკვეთების ჩამოყალიბება“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.
ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ მეორე ტურში ძლიერი მეტოქეები დაამარცხა – ქუთაისის „ტორპედო“ (2:1) და „დინამო თბილისი“ (1:0). შესაბამისად, ხუთი ტურის შემდეგ 11 ქულით გათამაშების ლიდერ „იბერიას“ დაეწია.