გიორგი ჭიაბრიშვილი - ახლანდელი ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის ლიდერებს კონკურენციას ვერ გაუწევს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის თქმით, ეროვნული ლიგის მე-19 ტურში შინ „დინამო თბილისთან“ მარცხი (1:4) გუნდის მდგომარეობაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, ბათუმელებს დღევანდელი შემადგენლობით ლიდერთა შორის დამკვიდრება გაუჭირდებათ.
„შედეგი უკვე ასახავს ყველაფერს. დღევანდელი მდგომარეობით ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის ლიდერებს, რომლებიც სამეულისთვის და თუნდაც ხუთეულისთვის იბრძვიან, კონკურენციას ვერ გაუწევს.
ვნახოთ, როგორ ვიპოვით ძალას, რომ გავძლიერდეთ და ჩემპიონატი ღირსეულად გავაგრძელოთ“.
ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში მარცხის შემდეგ მეოთხე პოზიციაზეა.