ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ თანამდეობა დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:
„გიორგი ჭელიძემ „სიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გუნდიდან ასევე წავიდა მისი ასისტენტი, გიორგი ახალკაცი. მადლობას ვუხდით ჭელიძეს და ახალკაცს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში. ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“.
11 ტურის შემდეგ „სიონი“ 16 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. ბოლნისელები ეროვნულ ლიგა 2-ში მორიგ მატჩს 15 მაისს სტუმრად „სამტრედიასთან“ გამართავს, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი, იტალიელმა ეუგენიო სენამ გაწვრთნის. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.