გიორგი ჭანტურიას წარმატებული ოპერაცია გერმანიაში

21:30, 12.04.2018

რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე “ურალის” ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ წარმატებით გადაიტანა ოპერაცია გერმანიაში.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარა ცნობილმა ექიმმა იურგენ აინჰორნმა. ექიმების პროგნოზით, რეაბილიტაციასა და აღდგენას დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიამ მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში გაიწყვიტა.
ქართველმა ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი