გიორგი ჩაკვეტაძით „რეალ მადრიდიც“ დაინტერესდა
გიორგი ჩაკვეტაძით „რეალ მადრიდიც“ დაინტერესდა

„გენტისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა მსოფლიოს რომელიმე წამყვან კლუბში ვიხილოთ.

იტალიური წყარო „კალჩომერკატოს“ (Calciomeracto) ინფორმაციით, ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამორჩეული თამაშით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა „რომას“ წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო. გამოცემის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით სხვა გამოჩენილი კლუბებიც ინტერესდებიან, რომელთა შორის არიან მიუნხენის „ბაიერნი“, დორტმუნდის „ბორუსია“, „მონაკო“, მადრიდის „რეალი“, უპირველეს ყოვლისა კი „ბარსელონა“.

ქართველის შესახებ ესპანური გამოცემა „მარკა“ (Marca) გვატყობინებს, რომ ახალგაზრდა გიორგი ჩაკვეტაძით ყველაზე მეტად კატალონიური გრანდია დაინტერესებული, მაგრამ იქვე სახელდება მადრიდის „რეალიც“, რომელსაც გიორგის კარგი თამაში არ გამოჰპარვია და ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენაზე სერიოზულად ფიქრობენ.

ყოველდღიური ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ორი ესპანური გრანდის გარდა, ქართველის თავიანთ კლუბში ხილვა „შახტარს“, „ტოტენჰემსა“ და „ბორნმუთსაც“ სურთ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „გენტის“ შემადგენლობაში, ქართველმა ფეხბურთელმა 20 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩაკვეტაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი ითამაშა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

დატოვე კომენტარი