გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიპში „სანდერლენდთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპში „სანდერლენდს“ ესტუმრა და მატჩის ბოლოსკენ გაშვებული გოლის გამო გამარჯვება ხელიდან გაუშვა 2:2.
31-ე ტურის გასვლით დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, გამორჩეულად ტექნიკურად თამაშობდა, მაგრამ გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.
ანგარიში „სანდერლენდმა“ მე-16 წუთზე გახსნა. სტუმართა კარი ლუკ ონინიმ აიღო. „უოტფორდმა“ წონასწორობა 43-ე წუთზე პენალტით აღადგინა – საჯარიმო დარტყმა აიოტომივა დელე-ბაშირუმ უნაკლოდ შეასრულა.
„უოტფორდისთვის“ მეორე ტაიმი ყველაზე სასურველი სცენარით დაიწყო: 47-ე წუთზე ქართველმა შემტევმა იერიში განავითარა, საჯარიმოსთან ბურთი იმრან ლოუზამ მიიღო და ისე სწრაფად გაუშვა „ცხრიანში“, მეკარემ რეაგირება ვერ მოახერხა. მაგრამ მასპინძლებმა 89-ე წუთზე დენის ჩირკინის გოლით ქულა მაინც გადაარჩინეს.
„უოტფორდმა“ ამ შეხვედრის შემდეგ 42 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონშიპში ჩატარებული 31-ე ტურის შემდეგ მე-10 ადგილზეა.