გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „უიმბლდონს“ დაუზავდა - ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „უიმბლდონს“ დაუზავდა - ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური შეხვედრა გამართა „უიმბლდონთან“. მატჩი 1:1 დასრულდა.

შეხვედრა „უოტფორდის“ რამდენიმე ლიდერმა გამოტოვა, მათ შორის — გიორგი ჩაკვეტაძემ. კლუბის გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გასული სეზონის ბოლოს მიღებული ტრავმის შემდეგ კვლავ გამოჯანმრთელების პროცესშია.

ჩაკვეტაძე 5 აპრილს, „ბრისტოლთან“ მატჩის დროს დაშავდა, მან ტერფი დაიზიანა. ის გუნდს შეკრების პირველივე დღეს შეუერთდა, თუმცა ჯერჯერობით არ უთამაშია.

„უოტფორდი“ შემდეგ საკონტროლო მატჩს 26 ივლისს ჩაატარებს — ქართველის გუნდი დაბალი ლიგის „ლეიტონ ორიენტს“ დაუპირისპირდება.