გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფის 36-ე ტურში ერთ-ერთ კონკურენტს, „მილუოლს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, თუმცა ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.
მასპინძლებმა ანგარიში 30-ე წუთზე პოლოკის მიერ გატანილი გოლით გახსნეს. „მილუოლმა“ მეორე ტაიმში თამაში გამოასწორა და დე ნორესა (59) და კობურნის გოლებით (81) მიზანს მიაღწია.
„უოტფორდი“ 40 ქულით დარჩა და ინგლისის ჩემპიონშიფში გამართული 36 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზე დაქვეითდა.