გიორგი ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველო ყაზახეთს სტუმრად ამარცხებს

საქართველოს ნაკრები ერთა თასის პირველ შეხვედრაში ყაზახეთს ორ ბურთიანი სხვაობით ამარცხებს.

მატჩის და ზოგადად ტურნირის პირველი გოლი გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა, რომელმაც ანგარიში შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ უძლიერესი დარტყმით გახსნა.

69-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის მიერ გატანილ გოლს ხუთ წუთში მისივე შეტევა მოჰყვა. ჩაკვეტაძემ ბურთი ყაზაიშვილს გადააწოდა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში მალიიმ ჩაჭრა და საქართველო 0:2 დაწინაურდა.