გიორგი ჩაკვეტაძეს „გენტმა“ წარმატება მიულოცა
გიორგი ჩაკვეტაძეს „გენტმა“ წარმატება მიულოცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე გიორგი ჩაკვეტაძე წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს.

19 წლის შემტევის წარმატებას მისი კლუბი, „გენტი“ გამოეხმაურა და წერილი მიუძღვნა.

„საქართველოში საშობაო სეზონის პერიოდში გიორგი ჩაკვეტაძე წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის თავის ქვეყნებში ძალიან პოპულარული მოკლე დროში გახდა – უმთავრესად, ერთა ლიგაზე ეროვნული ნაკრებში კარგი თამაშის გამო. ჩაკვეტაძემ 6 სექტემბერს, ყაზახეთისა და საქართველოსა ნაკრებების შეხვედრაში ახალი ტურნირის პირველი გოლი გაიტანა და დარჩენილი მატჩებიც ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. ერთა ლიგის 6 მატჩში მან მან ოთხჯერ გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩაკვეტაძემ პირველად საქართველოს ნაკრებში 2018 წლის 24 მარტს, ლიტვასთან შეხვედრაში გაიტანა, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო. შედეგად 7 საერთაშორისო მატჩში 5 გოლი და 3 პასი მიითვალა“ – წერია „გენტის“ ოფიციალურ გვერდზე.

ბელგიური კლუბის პრეს-სამსახური ქართველი მოთამაშის „გენტში“ ჩატარებულ თამაშებსაც გვახსენებს: „ჩაკვეტაძე მაღალ კლასს „გენტშიც“ ავლენდა. გასულ სეზონში მუდმივად თამაშობდა და ხშირად ცვლიდნენ. ქართველი ვარსკვლავი ზრდა სრულად მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და ჩემპიონატსა და ბელგიის თასზე უკვე 26 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. ჩაკვეტაძემ კლუბში 2017 წლის აგვისტოდან ირიცხება და კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს. ვულოცავთ გიორგის ამ წარმატებას, ის საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა“.