გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა და სანაკრებო მატჩებისთვის, სავარაუდოდ, მზად იქნება #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ „უდინეზეში“ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და, შესაძლოა, უახლოეს შეხვედრაში სერია A-ში მისი დებიუტი შედგეს – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი 2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა, იტალიაში გადასვლის შემდეგ კი ინდივიდუალურად ემზადებოდა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 7 სექტემბერს ქართველი ნახევარმცველი „ლაციოსთან“ სერია A-ს სამატჩო განაცხადში მოხვდება და, რაც მთავარია, სექტემბერში ნაკრების თამაშებისთვის მზად იქნება.