გიორგი ჩაკვეტაძემ სეზონში მეოთხე საგოლე გადაცემა შეასრულა - „უოტფორდმა“ „ბრისტოლი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ სეზონში მეოთხე საგოლე გადაცემა შეასრულა - „უოტფორდმა“ „ბრისტოლი“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფში მორიგი მატჩი ჩაატარა „უოტფორდის“ რიგებში, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ბრისტოლ სიტი“ 1:0 დაამარცხა.

ჩემპიონშიფის მე-17 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობში იყო, მოედანზე 90 წუთი გაატარა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ჩაკვეტაძის პასით შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა 53-ე წუთზე რაიან ენდრიუსმა მოახერხა. ქართველმა შეტევა მარცხენა ფლანგიდან გაამწვავა და თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა.

17 ტურის შემდეგ „უოტფორდს“ ინგლისის რანგით მეორე ლიგაში 29 ქულა აქვს და პრემიერლიგის პლეი ოფის ზონაში, მეხუთე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მას სეზონში ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.