გიორგი ჩაკვეტაძემ იტალიის სერია A-ში სადებიუტო მატჩი „სან სიროზე“ ჩაატარა #1TVSPORT

00:49, 15.09.2026

გიორგი ჩაკვეტაძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „უდინეზეში“, რომელიც მილანში „ინტერთან“ 3:5 დამარცხდა.

„სან-სიროზე“ გამართული იტალიის სერია A-ს მე-4 ტურის დაპირისპირება ქართველის გუნდმა შესანიშნავად დაიწყო და აბანკვასა (9) და ეკელენკამპის (16) გოლებით სწრაფად მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ „ინტერმა“ კარლოს აუგუსტოსა (26) და ბარელას (35) დარტყმებით წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა.

მეორე ნახევარში მილანელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და „უდინეზეს“ კიდევ სამჯერ გაუტანეს – თავი ტურამმა (57), ესპოზიტომ (67) და ბონიმ (79) გამოიჩინეს. მართალია, გუეიემ (90+1) სხვაობა შეამცირა, მაგრამ „უდინეზემ“ თამაში ვეღარ გადაარჩინა.

სტუმართა მწვრთნელმა 76-ე წუთზე მოედანზე ჩაკვეტაძე შეიყვანა და ის მე-9 ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ითამაშა.

მსგავსი