გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა - „უოტფორდმა“ „პრესტონთან“ წააგო #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა - „უოტფორდმა“ „პრესტონთან“ წააგო #1TVSPORT

მცირე ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ დაბრუნდა, რომელმაცპრესტონთან“ საშინაო დაპირისპირება 1:2 დათმო.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა წინა ტურში „დერბისთან“ შეხვედრა კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ დაზიანება სერიოზული არ გამოდგა და ჩაკვეტაძე მოედანს „პრესტონთან“ მატჩში დაუბრუნდა, თუმცა თავიდან სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 53-ე წუთზე შევიდა.

ამ დროისთვის „პრესტონი“ მილუტინ ოსმაჟიჩის მიერ მე-17 წუთზე გატანილი გოლით 1:0-ს იგებდა. მონტენეგროელმა თავდამსხმელმა 56-ე წუთზე „უოტფორდის“ კარი მეორედაც აიღო და სტუმრების გამარჯვება განაპირობა.

მართალია, 90+1-ე წუთზე როკო ვატამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ „უოტფორდმა“  თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და 28 ტურის შემდეგ 41 ქულით მე-6 ადგილზეა.