გიორგი ჩაკვეტაძე - სოლიდარობა ქუთაისის ტორპედოს
გიორგი ჩაკვეტაძე - სოლიდარობა ქუთაისის ტორპედოს

ქუთაისელმა გულშემატკივრებმა „ტორპედოს“ მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში კამპანია წამოიწყეს.

აქცია მიმდინარეობს სლოგანით – „სოლიდარობა ქუთაისის ტორპედოს“. გუშემატკივართა აზრით, „ტორპედო“ ქართულ ფეხბურთს და ქართულ სპორტს სჭირდება.

„გიწვევთ მეგობრებს ამ სოლიდარობის აქციაში მონაწილეობის მისაღებად … ვისაც გამოგიწვევთ, დადეთ ეს ფოტო ამ ტექსტით და მონიშნეთ მეგობრები. თანადგომა მნიშვნელოვანი ძალაა. ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – წერია ქუთაისელი ️გულშემატკივართა მიმართავში.

აქციაში ბევრი ცნობილი მოთამაშე ჩაერთო და სოციალურ ქსელში მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა. აქციას გიორგი ჩაკვეტაძეც შეუერთდა – საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევმა ქუთაისის „ტორპედოს“ მხარდამჭერი პოსტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.