გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეებშია
გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეებშია

გიორგი ჩაკვეტაძე „ერთა ლიგის“ საუკეთესო ბომბარდირებსა და ასისტენტებში მოხვდა.

უეფას ახალი ტურნირის დასრულების შემდეგ სტატისტიკური მონაცემები შეაჯამეს და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ 19 წლის ქართველი ფეხბურთელმა 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ერთა ლიგის“ საუკეთესო ბომბარდირი 6 გოლით სერბეთის ნაკრების თავდამსხმელი ალსანდრე მიტროვიჩი გახდა, რომელმაც 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. 5-5-ჯერ მეტოქის კარი აიღეს სტანისლავ დრაგუნმა (ბელარუსი), იურა მოვსისიანმა (სომხეთი), ჰარის სეფეროვიჩმა (შვეიცარია) და ჯეიმს ფორესტმა (შოტლანდია).

საუკეთესო ასისტენტები გახდნენ ესპანელი ნახევარმცველი მარკო ასენსიო, სერბეთის შემტევი ნახევარმცველი ანდრია ჟივკოვიჩი და ბულგარეთის ნაკრების მარჯვენა მცველი სტრაჰილ პოპოვი – თითოეულმა მათგანმა „ერთა ლიგაზე“ 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გიორგი ჩაკვეტაძემ 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, ისევე როგორც ალექსანდრ ტრაიკოვსკიმ (მაკედონია) და მასთან და მიტროვიჩთან ერთად გოლი+პასის სისტემით „ერთა ლიგის“ ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა – ჩაკვეტაძემ და მაკედონიელმა ფეხბურთელმაც სერბის მსგავსად 7 ქულა დააგროვეს – 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.

დატოვე კომენტარი