გიორგი ჩაკვეტაძე და ჯაბა კანკავა „სლოვანს“ შეუერთდნენ #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე და ჯაბა კანკავა „სლოვანს“ შეუერთდნენ #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე და ჯაბა კანკავა საშობაო არდადეგების შემდეგ შეუერთდნენ ბრატისლავისსლოვანს“, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპი 6 იანვარს დაიწყო.

ვლადიმირ ვაისმა გუნდის ვარჯიში გასულ კვირას ფიზიკური ტესტების შემდეგ სრული დატვირთვით დაიწყო. „სლოვანირუსოვეცში ვარჯიშობს და პირველივე დღიდან გუნდთან გურამ კაშია იყო, ხოლო კანკავას და ჩაკვეძე სლოვაკეთში მოგვიანებით ჩავიდნენ.

„დღეში ორ-სამჯერ ვვარჯიშობთ. ამ კვირის განმავლობაში მეტ ყურადღებას ვაქცევთ ფიზმომზადებას. ჯერ არ შევდივართ უფრო კონკრეტულ საკითხებში, როგორებიცაა ტაქტიკა ან ავტომატიზმი. ეს უფრო გამძლეობისა და ძალის განვითარებას ეხება.

გუნდს შეუერთდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც 7 იანვარს მართლმადიდებლური შობა აღნიშნეს – ალექსანდრე ჩავრიჩი, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა და ივან საპონიჩი. ოთხივეს სრული ფიზიკური გამოკვლევა ჩაუტარდა. ისინი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ, მაგრამ უფრო ხანგრძლივი შესვენების გამო მათ ინდივიდუალურად დავტვირთავთ“, – განაცხადა „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ბორის კიტკამ, რომელიც ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებშიც ეხმარებოდა.

ბრატისლავისსლოვანმა“ პირველი ამხანაგური მატჩი „ბრნოსთან“ 21 იანვარს დაგეგმა. თამაშის ჩატარების ადგილი მალე გახდება ცნობილი.