გიორგი ცეცაძე - უკრაინას საფეხბურთო მომავალი აქვს
გიორგი ცეცაძე - უკრაინას საფეხბურთო მომავალი აქვს

უკრაინის პრემიერლიგის 29-ე ტურში „ლვოვმა“ გასვლაზე „ვორკლასასთან“ შეხვედრა ანგარიშით 2:2 დაასრულა. მატჩი „ლვოვის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ცეცაძემ შეაფასა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ.

„დასაფასებელია მეტოქე, რომელმაც ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშა. აშკარაა, რომ უკრაინას საფეხბურთო მომავალი აქვს. მინდა ვთქვა, რომ ეს არის მეორე თამაში, რომელიც უნდა მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე არ დავაფასეთ. ფეხბურთი გუნდური თამაშია. თუ რამე გამოდის, ეს გუნდის დამსახურებაა. თუ ვერ ვიგებთ, ესეც ასევე გუნდის დამსახურებაა,“ – ამბობს გიორგი ცეცაძე.

29 ტურის შემდეგ „ლვოვმა“ 24 ქულა დააგროვა, ისევე როგორც დონეცკის „ოლიმპიკმა“ და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა. საგულისხმოა, რომ ლვოველთა კონკურენტმა ორი შეხვედრით ნაკლები ჩაატარა.