გიორგი ბოტკოველი - ოპოზიცია აქციას თელავში,  900-წლიან ჭადართან გამართავს
გიორგი ბოტკოველი - ოპოზიცია აქციას თელავში,  900-წლიან ჭადართან გამართავს

პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში საპროტესტო აქციის ჩატარებას 900- წლიანი ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბატონის წყალთან გეგმავს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა და თელავის მერიას აქციის გამართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ პროტესტი მშვიდობიანი იქნება.

„თელავში, რუსთაველის ქუჩის დასაწყისში, ისტორიული ჭადრის მოპირდაპირედ, ბატონის წყალთან მდებარე მოედანზე ჩავატარებთ მშვიდობიან მანიფესტაციას, რომელსაც დაესწრებიან ოპოზიციის ლიდერები და ჩვენი მხარდამჭერები საქართველოს ყველა კუთხიდან. დღეს აქციის გამართვის თაობაზე ვაცნობეთ თელავის მერიას. აქცია 16 დეკემბერს 14:00 საათზე დაიწყება”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა.