გიორგი ბერიძე გაურკვევლობაშია - ჯერ არ ვიცი, „გენტში“ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ
გიორგი ბერიძე გაურკვევლობაშია - ჯერ არ ვიცი, „გენტში“ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ

„ჯერ უცნობია შემდეგ სეზონში სად ითამაშებს გიორგი ბერიძე, რომელიც „ლოკერეში“ გამორჩეული მოთამაშე გახდა“, – ამის შესახებ პოპულარული გამოცემა voetbalkrant წერს.

22 წლის თავდამსხმელი ბელგიური „გენტის“ მესამე ქართველი მოთამაშეა გიორგი ჩაკვეტაძესთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად. სეზონის დასაწყისში გიორგი უნგრული „ეიპეშტიდან“ დააბრუნეს და სეზონის „გენტში” გატარების იმედი ჰქონდა, მაგრამ „ლოკერენში“ იჯარით გაუშვეს.

„ჯერ არ არის ცნობილი, სად ვითამაშებ შემდეგ სეზონში. მე კონტრაქტი „გენტთან“ მაკავშირებს და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, „ლოკერენში“ დამტოვებს თუ არა. ეს მალე უნდა გაირკვეს“ – ამბობს გიორგი ბერიძე.

გიორგი ბერიძემ მიმდინარე სეზონში „ლოკერენის“ ფორმით 14 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.