გიორგი ათაბეგაშვილი - წარმატებები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს
გიორგი ათაბეგაშვილი - წარმატებები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

„ჩვენთვის ბევრ ნიშნავს კონსოლიდირებული გარემო“, – ეს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ყრილობაზე პრეზიდენტად არჩეულმა გიორგი ათაბეგაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დელეგატების ერთსულოვნება (მას ხმა 55-ივე დელეგატმა მისცა) მნიშვნელოვანია სამომავლო მოქმედებებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დელეგატს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. უპირველესად, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა, მე მზად ვიყავი ეს გამოწვევა მიმეღო. ბოლო წლებში დაწყებულმა საქმეებმა დასავლურ სტანდარტებს დაგვაახლოვა. ძიუდოს ფედერაციამ მრავალი რეფორმა განახორციელა, რომლის წყალობითაც ბოლო წლებში შედეგებს ვიმკით, სპორტში კი წარმატების მთავარი ინდიკატორი შედეგებია“, – ამბობს ათაბეგაშვილი.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა შემდგომი პერიოდის გეგმებზე ილაპარაკა: „შემდეგი ოთხი წელიწადი ჩვენთვის არ იქნება იოლი იქიდან გამომდინარე, რომ დატვირთული კალენდარია, პანდემია კი თავს გვესხმის. იძულებულები ვართ, გავუმკლავდეთ და ახალი წესები მივიღოთ. მიღწეული წარმატებები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ ჩვენი გუნდი მზადაა, ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ძიუდოს ფედერაციის მიზანი ერთობაა და შევეცდებით, დღეს გამოვლენილი ერთობა შევინარჩუნოთ, რაც წარმატების წინაპირობაა“.