გიორგი ათაბეგაშვილი - მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საუკეთესო შემადგენლობით გამოვალთ #1TVSPORT
გიორგი ათაბეგაშვილი - მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საუკეთესო შემადგენლობით გამოვალთ #1TVSPORT

ეკვადორის ქალაქი გუაიაკილი 10-14 აგვისტოს ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით იასპარეზებს. ახალგაზრდა სპორტსმენებიდან ცხრა ვაჟია, ხოლო ოთხი ქალი. ჩვენი გუნდის წევრები მამაკაცთა შეჯიბრზე ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლენ. 60 და 100 კგ-ში ძიუდოისტი არ გვეყოლება, ოთხი წონა კი გაორებული იქნება.

მოახლოებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატსა და სპორტის გულშემატკივრებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ პირველი არხი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დაუკავშირდა. გიორგი ათაბეგაშვილმა განაცხადა რომ ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტები,როგორც ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. მისი თქმით, ჩვენი ნაკრების წევრები 2022 წელს ჩატარებულ რამოდენიმე ტურნირზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შეირჩნენ. გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონის შარშანდელი ტიტულის დაცვას შეეცდება, დანარჩენ სპორტსმენებს კი პლანეტის პირველობაზე მედლების მოპოვების რეალური შანსი ექნებათ.

საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:

60 კგ – გიორგი სარდალაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი

73 კგ – გიორგი ტერაშვილი , კოტე კაპანაძე

81 კგ – გიორგი ჯაბნიაშვილი

90 კგ – აკაკი ჯაფარიძე, თორნიკე ფოლადიშვილი

100 კგ – ორაკლი დემეტრაშვილი, შალვა გურეშვიძე

 

57 კგ – ნინო ლოლაძე

63 კგ – ეთერ ასკილაშვილი

70 კგ – ნინო გულბანი

+ 70 კგ – ანა შერაზადიშვილი

10-13 აგვისტოს ტურნირზე ერთეულთა დაპირისპირებები გაიმართება, ხოლო 14 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, გუნდური შეჯიბრება ჩატარდება.