გიორგი ათაბეგაშვილი - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში გავგზავნეთ წერილი, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს გრანდსლემს
გიორგი ათაბეგაშვილი - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში გავგზავნეთ წერილი, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს გრანდსლემს

დეკემბრის დასაწყისში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ძიუდოს ფედერციას შესთავაზა თბილისის გრანპრის სტატუსის ამაღლება და გრანდსლემის გამართვა.

„ვითხოვეთ გარკვეული დრო მოსაფიქრებლად, – თქვა „მოამბეში“ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა, – შევხვდით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებს, საკითხი დადებითად გადაწყდა და დღეს ძიუდოს საერთაშორისო ფედეარციაში გავგზავნეთ წერილი რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა უმასპინძლოს გრანდსლემს“.

ამ პრესტიჟული შეჯიბრების გამართვის თარიღი ცნობილია – 28-30 მარტი. თბილისის გრანსდლემზე 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა.