გიორგი არაბიძემ თურქეთი დატოვა - სხვა გუნდში მინდა ვითამაშო
გიორგი არაბიძემ თურქეთი დატოვა - სხვა გუნდში მინდა ვითამაშო

გიორგი არაბიძემ თურქული გუნდი, „ადანასპორი“ დატოვა და ახალ გუნდს ეძებს – ეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

გიორგი არაბიძე თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ არ იცის, კარიერას სად გააგრძელებს.

„ოთხი თვეა, რაც ინდივიდუალურად ვარჯიში დავიწყე, ახლა კი „ლოკომოტივთან“ ერთად სრული დატვირთვით ვემზადები და თავს კარგად ვგრძნობ. რაც შეეხება გუნდს, „ადანასპორში“ იჯარა დამისრულდა და წამოვედი. ჩემი ტრანსფერი პორტუგალიურ „ნასიონალს“ კიდევ ორი წლით ეკუთვნის. სხვაგან მინდა წავიდე და ვითამაშო. იჯარით გადავალ თუ სრულფასოვანი კონტრაქტით, მალე გაირკვევა,“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი არაბიძე .

გიორგის თქმით, საქართველოში თამაშს არ აპირებს: „ჩემი მიზანი უცხოეთში წასვლა და ნაკრებში დაბრუნებაა. ამიტომ აქ დარჩენა არ მსურს და რეალურად, აქ წინადადებები არც მქონია“.