გიორგი არაბიძემ ოპერაცია გაიკეთა – ექიმს გაუკვირდა, ასე როგორ თამაშობდიო

07:37, 22.11.2019
„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და იმედი მაქვს, რომ მოედანს თებერვალში დავუბრუნდები“ – ეს საქართველოს პირველ არხთან გიორგი არაბიძემ განაცხადა.
 
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი და თურქული „ადანასპორის“ ნახევარმცველი ოქტომბრის შემდეგ ვერ თამაშობდა, რადგან კოჭის და წვივის ტრავმა აწუხებდა.
„ბოლო შეხვედრა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში შვეიცარიასთან ჩავატარე. მანამდე 2 თვე ტკივილებით ვთამაშობდი, მაგრამ ამ მატჩის შემდეგ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა – აღმოჩნდა, საოპერაციო ვიყავი. ჩემი მდგომარეობა იმდენად რთული ყოფილა, ექიმს გაუკვირდა, ასე როგორ თამაშობდიო. ახლა ყველაფერმა ჩაიარა და დიდი იმედი მაქვს, თებერვალში სრულად გამოჯანმრთელებული ვითამაშებ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან 21 წლის ფეხბურთელი.

მსგავსი