გიორგი არაბიძემ ისევ გაიბრწყინა - ეროვნულ ლიგაში იმერული დერბი „ტორპედომ“ მოიგო #1TVSPORT
გიორგი არაბიძემ ისევ გაიბრწყინა - ეროვნულ ლიგაში იმერული დერბი „ტორპედომ“ მოიგო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში „სამტრედიამ“ იმერულ დერბიში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში „სამტრედია“ მე-13 წუთზე მათე აბულაძემ დააწინაურა. 27-ე წუთზე მასპინძლებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ფილიპ კლიაიჩმა რეზი ინჯგიას დარტყმული ბურთი მოიგერია. ქუთაისელებმა მაურო კაბალიეროს გოლით 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, 45+3-ე წუთზე კი გიორგი არაბიძემ ძალიან ეფექტური დარტყმით სტუმრები დააწინაურა.

გოლები მეორე ტაიმშიც გავიდა. 73-ე წუთზე გოლი ისევ არაბიძის შესრულებულ ჯარიმას მოჰყვა. მეკარის მოგერიებული ბურთი კარში რაჰმატ აკბარმა გაუშვა და „სამტერდიის“ მცველმა, ილია ახვლედიანმა საკუთარ კარში ჩაჭრა. საბოლოო ანგარიში 90+1-ე წუთზე დავით კირკიტაძემ დააფიქსირა. „სამტრედიამ“ თამაში 10 კაცით დაასრულა, 90+5-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათით მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მალხაზ ჩიტაიშვილი გააძევა.

21 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ 30 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ (11) მეცხრე პოზიციაზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია.